Thumbnail

ნახეთ: არიანა გრანდე სიმღერას Pov ასრულებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, არიანა გრანდემ, პლატფორმა იუთუბის პროვაიდერ კომპანია Vevo-სთან თანამშრომლობით, თავის რიგით მეექვსე ალბომში Positions შესული კომპოზიციის Pov ლაივ პერფორმანსის ამსახველი ვიდეო გაავრცელა.

ნახეთ: The Weeknd-მა და არიანა გრანდემ Save Your Tears შეასრულეს

ნახეთ: არიანა გრანდეს ქორწილის ფოტოები

არიანას Vevo-სთან თანამშრომლობით უკვე გავრცელებული აქვს კომპოზიციების Dangerous Woman, Leave Me Lonely, Be Alright, Into You და Greedy ოფიციალური ლაივ პერფორმანსები.

ფოტოგალერეა: როგორ იცვლებოდა არიანა გრანდე წლების განმავლობაში

არაიანა გრანდემ შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. 2016-ში ჟურნალმა Time მუსიკოსი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Side To Side, Problem და Focus მოუტანა. 2019 წელს შემსრულებელმა საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ჯილდოც მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული