Thumbnail

ნახეთ: რიანას კლუბში პირადობის მოწმობის გარეშე არ უშვებდნენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ტვიტერის მომხმარებელმა, სახელით @skylaristired, სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ცნობილი ბარბადოსელი მომღერალი, რიანა და მისი შეყვარებული, პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი A$AP Rocky არიან გადაღებული. როგორც თვითმხილველები ყვებიან, რირის ნიუ იორკში მდებარე კლუბის Barcade დაცვის თანამშრომელი პირადობის მოწმობას სთხოვდა და მუსიკოსს, რომელსაც დოკუმენტი თან არ ჰქონია, გასართობ დაწესებულებაში შეშვებაზე უარს ეუბნებოდა. კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ცდილობს როქი პრობლემის მოგვარებას, ტვიტერზე ვირუსულად გავრცელდა.

A$AP Rocky: იღბლიანი ვარ, რომ რიანა გვერდში მიდგას

ვიდეოდან ძნელი გასარკვევია, კონკრეტულად რა დიალოგი შედგა ბარის თანამშრომელსა გავლენიან არტისტებს შორის, თუმცა, როგორც გამოცემა Complex წერს, საბოლოოდ, წყვილი შენობაში შეუშვეს, რასაც ტვიტერზე გავრცელებული კადრებიც მოწმობს.

ინტერნეტში ფოტოებიც გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც შეიძლება, ითქვას, რომ ინციდენტს რეპერისა და რიანასთვის განწყობა არ გაუფუჭებია.

თავდაპირველად გავრცელებული ვიდეო კი ინტერნეტმომხმარებლებში ხუმრობის საგნად იქცა:

"თუ ალბომი არ გაქვს, არ შეგიშვებენ", - წერს ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი რირიზე, რომელიც ფანებს 2019 წლიდან ჰპირდება ახალი სტუდიური ჩანაწერის გავრცელებას.

რიანამ თავის "ორეულს" ალბომის გამოშვება სთხოვა

"უკაცრავად, რირი, რიანა, თუ რაც გქვია. პირადობის მოწმობა მაჩვენეთო - უბრალოდ, წარმოიდგინეთ“.

"წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სამსახურებრივი მოვალეობა ადამიანების ასაკის შემოწმებაა კლუბში შესვლამდე და რიანას რომ ეუბნები, ვერ შეგიშვებო:
- მე რიანა ვარ.
- კარგი, მაგრამ თქვენი ID ბარათი უნდა ვნახო.
- მე ხომ პირდაპირი მნიშვნელობით რიანა ვარ.
რა სჭირს ამ კაცს?", - წერენ ტვიტერზე.

A$AP Rocky: რიანა ჩემი ცხოვრების სიყვარულია

რირი და როქი უკვე რამდენიმე თვეა, ერთმანეთს ხვდებიან. მათ შემოქმედებითი კარიერაც აკავშირებთ. რეპერი მომღერლის ტრეკის Cockiness (Love It) რემიქს ვერსიაში მონაწილეობს, ბარბადოსელი კი ჰიპ ჰოპ შემსრულებლის ცნობილ კლიპში Fashion Killa.

კომენტარები

ბოლოს დამატებული