Thumbnail

10 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის ათ გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

10. "აქტუალური მუსიკის ფესტივალი" გორში

1 ივლისი (ხუთშაბათი)

1 ივლისს გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი "აქტუალური მუსიკის ფესტივალის" დასკვნით კონცერტს მასპინძლობს. მსმენელთა წინაშე გორის ქალთა კამერული გუნდი ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე ქართველი არტისტების, ალექსანდრე კორძაიას, ანუშკა ჩხეიძის, გიორგი კობერიძისა და სანდრო ჩინჩალაძის მიერ სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი ოთხი ახალი კომპოზიციით წარდგება. თეატრის სცენას ასევე კრისტიან მიულერისა და ჟაკ დემიერის დუეტი დაიკავებს. ნახეთ ღონისძიების სრული პროგრამა.

9. RAVEOLUTION: Sonnorus | Michailo | Frequency Shifter | Mckenzie

2 ივლისი (პარასკევი)

პარასკევს ივენთების სერია Raveolution ბათუმის ზღვის სანაპიროზე მორიგ ღონისძიებას გამართავს. მსმენელთა წინაშე Sonnorus, Michailo, Frequency Shifter და Mckenzie წარდგებიან.

8. UTOPIA: Stefan Vincent | Vril | HVL | Yanamaste | Kraumur | Sulava

2 ივლისი ( პარასკევი)

პარასკევს Utopia Tbilisi ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მორიგ ივენთს გამართავს. ღონისძიებაზე შეკრებილი მსმენელების წინაშე ჰოლანდიელი დიჯეი და პროდიუსერი Stefan Vincent და გერმანელი არტისტი Vril წარდგებიან, მათთან ერთად სცენას HVL, Yanamaste, Kraumur და Sulava დაიკავებენ.

7. SPHERE კუს ტბაზე

2 ივლისი (პარასკევი)

პარასკევს Sphere კუს ტბაზე რიგით პირველ ღონისძიებას გამართავს. მსმენელთა წინაშე ცნობილი ამერიკელი დიჯეი და პროდიუსერი Honey Dijon, ასევე, Lilith და Neux წარდგებიან.

6. EDGE-PROLOGUE კიკეთში

2-3 ივლისი (პარასკევი-შაბათი)

2-3 ივლისს კიკეთში, კობის გადასახედზე ორდღიანი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Edge-Prologue გაიმართება. მსმენელთა წინაშე Kote Japaridze, Nicole, Hamatsuki, Hatsvali და სხვა ქართველი მუსიკოსები წარდგებიან. ნახეთ ღონისძიების სრული ლაინაფი.

EDGE - Prologue

💫 Eventer.ge წარმოგიდგენთ პროექტს - EDGE. 📍 2 - 3 ივლისს, ქართველ არტისტებთან ერთად კიკეთში, კობის გადასახედზე გაიმართება ღონისძიება, რომელიც გამორჩეული იქნება მაღალი დონის ინფრასტრუქტურით და ფროდაქშენით. 🎫 www.eventer.ge/edge

Posted by Eventer.ge on Tuesday, June 22, 2021

 

5. "ზაფხულის ღამის ჯაზი" თბილისში

2-4 ივლისი (პარასკევი-კვირა)

2, 3 და 4 ივლისს თბილისის ისტორიული "არტოს ბაღი" ფესტივალს "ზაფხულის ღამის ჯაზი" უმასპინძლებს. მსმენელთა წინაშე ბექა გოჩიაშვილი, პაპუნა შარიქაძე, მაია ბარათაშვილი, რეზო კიკნაძე, ლევან დეისაძე, დავით ევგენიძე და სხვა მუსიკოსები წარდგებიან. ნახეთ ღონისძიების სრული ლაინაფი.

ეს ჩემი ფესტივალია!!! ჯაზი ზაფხულის ღამეს <3 დიდი მადლობა თბილისის მერიას გვერდით დგომისთვის!!!

Posted by Marina Salukvadze on Friday, June 25, 2021

 

4. MTKVARZE X BAGHI : Gio Shengelia | Hatsvali | Toke | St. Ativa

3 ივლისი ( შაბათი)

შაბათს კლუბი "მტკვარზე" და ღია სივრცე "ბაღი" ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლებს და ერთობლივ ივენთს გამართავს. ღონისძიებაზე შეკრებილი მსმენელების წინაშე Gio Shengelia, Hatsvali, Toke და St. Ativa წარდგებიან.

3. DEDAENA BAR: Tamada

3 ივლისი (შაბათი)

3 ივლისს "დედაენის ბარი" მუსიკოს ლაშა ჩხაპელიას პროექტით Tamada მასპინძლობს. არტისტი მსმენელთა წინაშე ლექსო რატიანთან და თორნიკე ჯაფიაშვილთან ერთად წარდგება. პარასკევს ბარში მისულ სტუმრებს ასევე Ako Von Unten-ის მოსმენა შეეძლებათ.

2. MONKEY: Folamour | Soulidan | Digital Groove Affair

3 ივლისი (შაბათი)

შაბათს კუს ტბაზე მდებარე ღია სივრცე Monkey ფრანგ დიჯეის Folamour-ს მასპინძლობს. მასთან ერთად სცენას ასევე Soulidan და Digital Groove Affair დაიკავებენ.

1. NEBEAT EVENTS: ერეკლე დეისაძე

4 ივლისი (კვირა)

4 ივლისს "ბეთლემის 10" ერეკლე დეისაძის კონცერტს მასპინძლობს. მუსიკოსი მსმენელთა წინაშე ბენდთან ერთად წარდგება. ღონისძიება Nebeat-ის ორგანიზებით ჩატარდება.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული