Thumbnail

ამერიკული ინდი ფოლკ ჯგუფის, Bon Iver-ის ფრონტმენის, ჯასტინ ვერნონისა და The National-ის გიტარისტის, აარონ დესნერის ერთობლივი პროექტი Big Red Machine ახალ კომპოზიციას Latter Days ავრცელებს. ჩანაწერში ინდი ფოლკ შემსრულებელი, ანაის მიტჩელი მონაწილეობს. სინგლი დუეტის რიგით მეორე ალბომში How Long Do You Think It’s Gonna Last? შევა, რომელიც 27 აგვისტოს გამოიცემა.

ჯასტინ ვერნონმა და აარონ დესნერმა პროექტი 2018 წლის ივნისში ჩამოაყალიბეს. 31 აგვისტოს კი Big Red Machine-მა სადებიუტო, ამავე სახელწოდების ალბომი გამოვიდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული