Thumbnail

ამერიკული ექსპერიმენტული ჯგუფი Black Dice ახალ კომპოზიციას White Sugar და მასზე შექმნილ ვიდეორგოლს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების მომავალ, რიგით მეშვიდე ალბომში Mod Prog Sic შევა, რომელიც 9-წლიანი პაუზის შემდეგ, 1 ოქტომბერს გამოქვეყნდება. ჩანაწერი 12 ტრეკს გააერთიანებს.

Black Dice ბრუკლინში 1997 წელს შეიქმნა. ხუთი წლის შემდეგ მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Beaches & Canyons გაავრცელეს. ჯგუფს ამ დრომდე 6 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. კოლექტივის შემოქმედება ექსპერიმენტულ მუსიკას, ნოიზსა და ემბიენთს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული