Thumbnail

10 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის ათ გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

10. თბილისის 24-ე ჯაზ ფესტივალი

6-8 ივლისი (სამშაბათი-ხუთშაბათი)

6-8 ივლისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეზოში თბილისის რიგით 24-ე ჯაზ ფესტივალი გაიმართება. მსმენელთა წინაშე ბრენფორდ მარსალისი, 5 გრემის ჯილდოს მფლობელი ანტონიო სანჩესის კვარტეტი და მონტი ალექსანდერის ტრიო წარდგება. ნახეთ ღონისძიების სრული ლაინაფი.

9. CISKARI GARDEN: Ndrx | Newa | Kancheli | Zitto

9 ივლისი (პარასკევი)

პარასკევს Сiskari Garden ზაფხულის სეზონის გახსნაზე ქართული ტექნო სცენის ცნობილ წარმომადგენლებს უმასპინძლებს. კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მსმენელების წინაშე Ndrx, Newa, Kancheli და Zitto წარდგებიან.

8. MONKEY: Cerrone | Tobako Tween | Zurkin

9 ივლისი (პარასკევი)

პარასკევს ღია სივრცე Monkey ცნობილ ფრანგ დიჯეისა და პროდიუსერს, Cerrone-ს მასპინძლობს. მასთან ერთად კუს ტბაზე შეკრებილი მსმენელების წინაშე Tobako Tween და Zurkin წარდგებიან.

7. Zagareli & Strings "ახალ თეატრში"

9 ივლისი (პარასკევი)

9 ივლისს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი გიორგი ცაგარელს პროექტით From Bach to Bach მასპინძლობს. ცნობილი ალტისტის კოლექტივთან Zagareli & Strings ერთად სცენას Kordz, Dillla, Dro და გიორგი გიგაშვილი დაიკავებენ.

6. MTA FEST სამეგრელოში

9-10 ივლისი (პარასკევი-შაბათი)

9-10 ივლისს სამეგრელოში ორდღანი მუსიკალური ფესტივალი MTA FEST გაიმართება. კურორტ სქურში შეკრებილი მსმენელების წინაშე Dementia Preacox, Clinical Hates, Krawai, Reverend, Giorgi pipia და სხვა არტისტები წარდგებიან. ნახეთ ფესტივალის სრული ლაინაფი.

5. MAGNETIC EVENTS რაჭაში

9-10 ივლისი (პარასკევი-შაბათი)

პარასკევს Magnetic Events რაჭაში მუსიკალურ ფესტივალს იწყებს. ღონისძიებები მთელი თვის მანძილზე, ყოველ პარასკევს და შაბათს გაიმართება. 9 და 10 ივლისს კურორტ შოვში შეკრებილი მსმენელების წინაშე Bedford Falls, Killages, Nikakoi, ერეკლე დეისაძე, ანუშკა ჩხეიძე და სხვა არტისტები წარდგებიან. ნახეთ ამ კვირის სრული ლაინაფი.

4. ბაღი: Gegma Nights

10 ივლისი (შაბათი)

შაბათს ღია სივრცე "ბაღი" ივენთების სერიის Gegma Nights პირველ ღონისძიებას მასპინძლობს. მსმენელთა წინაშე 𝐊𝐨𝐭𝐞 𝐉𝐚𝐩𝐚𝐫𝐢𝐝𝐳𝐞, 𝐍𝐢𝐜𝐨𝐥𝐞, 𝐒𝐢𝐭𝐬𝐨𝐩𝐞, 𝐘𝐚𝐧𝐚𝐦𝐚𝐬𝐭𝐞, 𝐀𝐮𝐝𝐢𝐨 𝐒𝐩𝐚𝐜𝐞, 𝐓𝐨𝐦𝐦𝐚 და 𝐁𝐚𝐜𝐡𝐨 წარდგებიან.

3. LISI WONDERLAND: Tales of Lisi

10 ივლისი (შაბათი)

10 ივლისს Tbilisi Open Air ივენთების სერიას Tales of Lisi იწყებს, რომელსაც მულტიფუნქციური სივრცე Lisi Wonderland უმასპინძლებს. ღონისძიებაზე შეკრებილი მსმენელების წინაშე ჯგუფები "მწვანე ოთახი" და MokuMoku, ასევე, St. Ativa წარდგებიან.

Tales of Lisi #1 - July 10

10 ივლისს Tales of Lisi #1-ზე გელოდებით. ☀️ 🎫 http://tkt.ge/tales-of-lisi-1 Green Room • მწვანე ოთახი // MokuMoku // St Ativa

Posted by Lisi Wonderland on Sunday, July 4, 2021

2. კაფე-ბარი "ზაფხული": Mzesumzira

10-11 ივლისი (შააბათი-კვირა)

10-11 ივლისს კომუნა "მზესუმზირას" ახალი კაფე-ბარი "ზაფხული" პირველ ივენთს უმასპინძლებს. ეზო ფესტივალის ტერიტორიაზე შეკრებილი მსმენელების წინაშე Melqo, Moku T, Radio Grue, Vasil, Rati, Auidio Space, Tamada და სხვა არტისტები წარდგებიან. ნახეთ ღონისძიების სრული ლაინაფი.

1. NEBEAT EVENTS: Killages

11 ივლისი (კვირა)

კვირას "ბეთლემის 10" ქართულ ჯგუფს Killages მასპინძლობს. ალტერნატიული როკიდან ელექტრონულ ჰიპ ჰოპამდე ჟანრობრივი დიაპაზონის მქონე კოლექტივი კონკურსის Altervision Newcomers გამარჯვებული და არაერთი ფესტივალის მონაწილეა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული