Thumbnail

ახალგაზრდა მერილენდელმა რეპერმა, ჯეისონ მაილსმა, ფსევდონიმით IDK, ახალი კომპოზიცია PradadaBang გამოაქვეყნა. აიდიქეის ნამუშევარში თანამედროვე ჰიპ ჰოპის გავლენიანი წარმომადგენელი, იანგ თაგი მონაწილეობს. თრეფ ჟღერადობის ჩანაწერის პროდიუსერები Almatic, Blue Rondo და ცნობილი ამერიკელი კალათბურთელი JaVale McGee არიან. ტრეკი ჯეისონის მომავალი ალბომის USEE4YOURSELF ერთ-ერთი სინგლია.

მოუსმინეთ: IDK x J.I.D x Kenny Mason - Cereal

მოუსმინეთ: IDK - 495 Ft. Rico Nasty, YungManny, Big Flock, Big JAM & Weensey

ნახეთ: IDK ვიდეორგოლს Lilly ავრცელებს

აიდიქეიმ მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო. რეპერის შემოქმედება 5 ოფიციალურ მიქსტეიპს, ე.წ. სთრით ალბომს IWasVeryBad და სადებიუტო სტუდიურ ნამუშევარს Is He Real? აერთიანებს. მუსიკის კრიტიკოსები ჯეისონს ადრეული პერიოდის ქენდრიქ ლამარს ადარებენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული