Thumbnail

რინგო სტარი საუბრობს, რატომ უყვარს მაილი საირუსი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Beatles-ის ყოფილმა წევრმა, რინგო სტარმა, ჟურნალ Esquire-თან ინტერვიუში, თანამედროვე მუსიკალურ ბენდებზე საუბრისას, პოპვარსკვლავი მაილი საირუსი გაიხსენა.

რინგო სტარი: ბილი აილიში საოცარი მუსიკოსია

"გარშემო არაერთი კარგი ბენდია, თუმცა, არცერთი არაფერს აკეთებს განვითარებისთვის. ბევრი მუსიკოსი აგურ-აგურ აშენებს თავის კარიერას წარმატებული მომავლისთვის, ესენი კი არაფერს აკეთებენ. მიყვარს მაილი - მან ჩვენ თვალწინ ბევრი ეტაპი გაიარა. სწორედ ასეთი უნდა იყოს ყველა არტისტი. ამიტომაცაა, რომ თითზე ჩამოსათვლელია კარგი ბენდები, თუმცა, ჩვენ მაინც ველოდებით მათ გამოჩენას", - ამბობს რინგო.

მაილი საირუსი როკ მუსიკის დიდი თაყვანისმცემელია და არაერთი საკულტო ნამუშევარი აქვს დაქავერებული. თავად The Beatles-ის შემოქმედებიდან მას რამდენიმე კომპოზიცია აქვს შესრულებული, მათ შორის: Lucy in the Sky with Diamonds, A Day in the Life და Help!.

კომენტარები

ბოლოს დამატებული