Thumbnail

10 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის ათ გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

10. გია ყანჩელის 85 წლის იუბილე

14 ივლისი (ოთხშაბათი)

14 ივლისს "ახალი თეატრი" ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოს უმასპინძლებს. ღონისძიება კონცეპტArt-ის მოძრავი ფესტივალის CA Goes to ფარგლებში ჩატარდება. მსმენელთა წინაშე ქართული ჯგუფი Georgian Six მაესტროს სიცოცხლის უკანასკნელ წლებში შექმნილი პროექტით "გზა ისევ შორია" წარდგება. 

9. CISKARI GARDEN: Dito | HVL | Kvanchi | Ninasupsa | Zesknel

16 ივლისი (პარასკევი)

პარასკევს Ciskari Garden ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე ქართველ არტისტებს მასპინძლობს. კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მსმენელების წინაშე HVL, Ninasupsa, Kvanchi, Dito და Zesknel წარდგებიან.

8. ტყეში: Nikakoi | Natalie Beridze | Kancheli | Ndrx | Cobert

16 ივლისი (პარასკევი)

16 ივლისს "ტყეში" პირველი ივენთი გაიმართება. კოჯრის ფიჭვნარში შეკრებილი მსმენელების წინაშე Nikakoi, Natalie Beridze, Kancheli, Ndrx, Cobert და სხვა არტისტები წარდგებიან. ნახეთ ღონისძიების სრული ლაინაფი.

7. FUSE EVENTS: Klangkuenstler | Puritan | Yanamaste | Saphileaum

16 ივლისი (პარასკევი)

პარასკევს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე Fuse Events გახსნით ღონისძიებას გამართავს. მსმენელთა წინაშე გერმანელი დიჯეი Klangkuenstler წარდგება. მასთან ერთად სცენას Puritan, Yanamaste, Saphileaum და სხვა არტისტები დაიკავებენ. ნახეთ ღონისძიების სრული ლაინაფი.

6. SPACE BATUMI: Kas:st | Nicole | Teen A Teen

16 ივლისი (პარასკევი)

16 ივლისს Space Batumi ბარსელონაში მოღვაწე ფრანგულ ელექტრონულ დუეტს Kas:st მასპინძლობს. მათთან ერთად მსმენელების წინაშე Nicole და Teen A Teen წარდგებიან.

5. UTOPIA: Ellen Allien | Lsdxoxo | Michailo | Sportsmanship

16 ივლისი (პარასკევი)

პარასკევს Utopia Tbilisi ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მორიგ ივენთს გამართავს. მსმენელთა წინაშე გერმანული ტექნო სცენის გამორჩეული წარმომადგენელი Ellen Allien წარდგება. მასთან ერთად სცენას ბერლინში მოღვაწე დიჯეი და პროდიუსერი Lsdxoxo, ასევე Michailo და Sportsmanship დაიკავებენ.

4. ODA FEST გრიგოლეთში

16-17 ივლისი (პარასკევი-შაბათი)

16-17 ივლისს გრიგოლეთის ზღვის სანაპიროზე ორდღიანი მუსიკალური ფესტივალი Oda Fest გაიმართება. ღონისძიებაზე შეკრებილი მსმენელების წინაშე Eko & Vinda Folio, Tamada, Nikakoi, Terika, ჯგუფები "წერილი", "დაგდაგანი", Mechanical Rainbow, 4D Monster Lobsters, Bedford Falls, Killages და სხვა არტისტები წარდგებიან. ნახეთ ფესტივალის სრული ლაინაფი.

📆 16 და 17 ივლისს გრიგოლეთში. 💥☀️ ოდაზე, რას ვშვებით ? 🌻 ყველა ერთად ვცეკვავთ ხელჩაკიდებული ❤️☀️🌅 https://tkt.ge/show/9481/oda-festi 16 July Fish Can Sing Mechanical Rainbow Tamada არა The Rylans Eko & Vinda Folio Outsider Night Stage Hatsvali / HTSVL Mtvare Aragveli *** 17 July Nikakoi Murman Tsuladze 4D Monster Lobsters დაგდაგანი წერილი • Tserili Bedford Falls Killages Night Stage Hamatsuki OTHR ROMAN Free Stage შოთა იათაშვილი / Shota Iatashvili Paata Shamugia Shalva Bakuradze Margo Korableva Performance Theatre გენრი დოლიძე ART & Vako Blix & გოგა გორდელაძე Giorgi Phutkaradze & ნიკოლოზ ფუტკარაძე პაპუნა გიორგაძე რატი ამაღლობელი & Nikakoi Hip-Hop Set Kabu Dasavleli DJ Grotask თერიკა/official

Posted by Oda Fest on Thursday, July 8, 2021

3. MONO HALL BATUMI: ერეკლე დეისაძე

17 ივლისი (შაბათი)

შაბათს ბათუმში მულტიფუნქციური სივრცე Mono Hall ერეკლე დეისაძეს უმასპინძლებს. მუსიკოსი მსმენელთა წინაშე ბენთან ერთად წარდგება.

2. ბაღი: Garden Gathering

17 ივლისი (შაბათი)

შაბათს ღია სივრცეში "ბაღი" Treebal და Zion Audio ფსაი-ტრანს მუსიკის ფესტივალს Garden Gathering გამართავენ. ღონისძიების სტუმრების წინაშე Acidwave, Oogway, Ancient Om, Marcuss და სხვა ქართველი მუსიკოსები წარდგებიან. ნახეთ ფესტივალის სრული ლაინაფი.

1. LISI WONDERLAND: Terrence Parker

17 ივლისი (შაბათი)

17 ივლისს Lisi Wonderland ამერიკელ დიჯეისა და პროდიუსერს Terrence Parker-ს მასპინძლობს. ცნობილ მუსიკოსთან ერთად მსმენელთა წინაშე Kipo და Erekle Getsadze წარდგებიან.

კომენტარები

ბოლოს დამატებული