Thumbnail

უცნობი პირი რიანას სახლში შეჭრას ცდილობდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ბარბადოსელი მუსიკოსის, რიანას ლოს ანჯელესში მდებარე სახლში გასულ კვირას უცნობი მამაკაცი ცდილობდა შეჭრას. გამოცემა TMZ-ის ცნობით, ის დაახლოებით დილის 07:00 საათზე, შენობის გალავანზე გადაძვრა, რასაც განათებებისა და სიგნალიზაციის ჩართვა მოჰყვა. დაცვის თანამშრომლებმა პოლიცია დაუყოვნებლივ გამოიძახეს, რის შედეგადაც მოკლე დროში ადგილზე სამართალდამცველები გამოჩნდნენ. მათ მისვლისთანავე მამაკაცმა ტერიტორია დატოვა და მიიმალა.

ნახეთ: რიანას კლუბში პირადობის მოწმობის გარეშე არ უშვებდნენ

რიანა: დედა არ მაძლევდა მაკიაჟის გაკეთების უფლებას

ნახეთ: რიანა იტალიური Vogue-ის ფოტოსესიაში

ცნობილია, რომ ინციდენტის დროს რიანა ადგილზე არ იმყოფებოდა, რადგანაც მას ეს სახლი გაქირავებული აქვს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

რიანას სახლი, რომელიც ლოს ანჯელესში მდებარეობს

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა უცნობი ადამიანები რირის სახლში შეღწევას ცდილობენ. 2018 წელს ამ საცხოვრებელში ქურდი შეიპარა და ღამე გაათია. პოლიციამ უცნობი პირი დილით ადგილზე დააკავა. არტისტი ბინაში არც მაშინ იმყოფებოდა. იმავე წელს კიდევ სამი პირი შევიდა მის სახლში, თუმცა, სიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, მათ ტერიტორია დატოვეს. ერთხელ კი მისი საკუთრების გაძარცვისთვის ათკაციანი ჯგუფი დააკავეს.

9 გრემის მფლობელი რიანა, 250 მილიონი გაყიდული ჩანაწერით, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად მუსიკოსად ითვლება. მის რვავე სტუდიურ ალბომს მინიმუმ ერთხელ მაინც აქვს მოპოვებული პლატინის სტატუსი. სხვადასხვა ჯილდოსთან ერთად, მომღერალი 6-ჯერ მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში. გამოცემა Time-მა კი ის არაერთხელ დაასახელა წლის ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის. მუსიკალური მოღვაწეობის გარდა, რირი კოსმეტიკის, კანის მოვლის საშუალებებისა და ქალის თეთრეულის ბრენდების დამაარსებელია. დღეის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული