Thumbnail

ნახეთ: ტრევის ბარკერი და კორტნი კარდაშიანი პიანინოზე Heart and Soul-ს უკრავენ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი პოპ პანკ ჯგუფის Blink-182 დრამერმა, ტრევის ბარკერმა და მისმა შეყვარებულმა, ამერიკელმა ტელევარსკვლავმა, კორტნი კარდაშიანმა პიანინოზე პოპულარული კომპოზიცია Heart and Soul ერთად შეასრულეს. ვიდეო ბარკერმა ინსტაგრამის გვერდზე ატვირთა. ტრეკის ორიგინალი მუსიკის ავტორი ჰიგი კარმაიკლი გახლავთ, ტექსტი კი ფრენკ ლესერს ეკუთვნის.

ნახეთ: Machine Gun Kelly-მ და ტრევის ბარკერმა სახურავზე კონცერტი გამართეს

ტრევის ბარკერი საუბრობს, როგორ დააღწია თავი წამლებზე დამოკიდებულებას

"ალბომსაც მალე იხილავთ", - წერს ბარკერი ვიდეოს აღწერაში.

ტრევისმა და კორტნიმ, რომლებსაც წლების მეგობრობა აკავშირებთ, რომანტიკული ურთიერთობა გასული წლის დეკემბერში დაიწყეს.

ტრევის ბარკერმა მუსიკალური კარიერა 1993 წელს დაიწყო. ის ცნობილი ჯგუფ Blink 182-ში მოღვაწეობით გახდა. არტისტი პარალელურად სუპერჯგუფში Transplants უკრავს. გამოცემა Rolling Stone-მა მას "პანკის პირველი სუპერვარსკვლავი დრამერი" უწოდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული