Thumbnail

კანადელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, თორი ლეინზმა ახალი ფრისტაილი Crocodile Teeth გამოაქვეყნა. ჩანაწერი იამაიკელი შემსრულებლის Skillibeng ამავე დასახელების ჰიტის რემიქსია. ნამუშევრის პროდიუსერები Johnny Wonder და Adde Instrumentals არიან.

ნახეთ: Tory Lanez x DaBaby - SKAT

Tory Lanez: კოდაკ ბლექი ცოცხალი ლეგენდაა

თორიმ მუსიკალური კარიერა 2009 წელს მიქსტეიპით T.L 2 T.O დაიწყო, 2016 წელს მან სადებიუტო ალბომი I Told You გამოუშვა. ჩანაწერის მთავარმა კომპოზიციამ Say It იუთუბზე 256 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. 2018 წელს კი დეისთარმა გაყიდვაში რიგით მეორე და მესამე სტუდიური ნამუშევრები Memories Don't Die და Love Me Now? ჩაუშვა. 2019 წელს კანადელმა არტისტმა მორიგი ჩანაწერი Chixtape V გაავრცელა. დღეისთვის მუსიკოსის დისკოგრაფიაში 5 ალბომი, ოცზე მეტი მიქსტეიპი და 2 EP ერთიანდება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული