Thumbnail

ლოჯიქმა კიდევ ერთი ახალი კომპოზიცია My Way გამოაქვეყნა. გრემის ნომინანტი რეპერის ჩანაწერის პროდიუსერი 6ix გახლავთ, რომელიც მერილენდელი შემსრულებლის მრავალწლიანი მუსიკალური პარტნიორია. ნამუშევარი ლოჯიქის მომავალ მიქსტეიპში Bobby Tarantino III შევა.

მოუსმინეთ: Logic - Get Up

მოუსმინეთ: Logic - Vaccine

მოუსმინეთ: Logic - INTRO

ლოჯიქმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ის პოპულარული მიქსტეიპების სერიით Young Sinatra გახდა. 2014 წელს ლოჯიქის სადებიუტო ალბომი Under Pressure გამოვიდა, რომლის ხუთასი ათასზე მეტი ასლია გაყიდული. მისი 2017 წლის ჩანაწერი Everybody კი გრემის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის კატეგორიაში იყო ნომინირებული. 2020 წლის ივლისში, სტუდიური ნამუშევრის No Pressure გავრცელებამდე რამდენიმე დღით ადრე, რეპერმა მუსიკალური კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, თუმცა, მიმდინარე წელს სცენას დაუბრუნდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული