Thumbnail

ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ლივინგსტონ მეთიუსმა, სასცენო სახელით Pink Siifu, მსმენელს ახალი კომპოზიცია lng hair dnt care და მასზე შექმნილი ვიზუალური ნამუშევარი შესთავაზა. ჩანაწერის პროდიუსერი Ted Kamal გახლავთ. ტრეკი კალიფორნიელი მუსიკოსის მომავალ ალბომში GUMBO’! შევა, რომელიც გაყიდვაში 3 აგვისტოს ჩაეშვება.

ნახეთ: ფინქ სიფუმ 10-წუთიანი პერფორმანსი NEGRO’s 6 გამოაქვეყნა

ნახეთ: Pink Siifu კლიპს Cointail აქვეყნებს

მოუსმინეთ: Pink Siifu და Fly Anakin ალბომს $mokebreak ავრცელებენ

ფინქ სიფუმ მუსიკალური მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. მომდევნო წელს ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა ფილადელფიელ მულტიინსტრუმენტალისტ Swarvy-სთან ერთად სადებიუტო ალბომი Twothousandnine გაავრცელა. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2018 წელს გამოცემული ნამუშევრით Ensley გახდა. თუმცა, კალიფორნიელი რეპერისთვის განსაკუთრებული წარმატების მომტანი 2020 წლის სტუდიური ნამუშევარი NEGRO გახლდათ, რომელმაც მსმენელის დიდი მოწონება მოიპოვა. გამორჩეული წელი ლივინგსტონმა ვირჯინიელ რეპერ ფლაი ენექინთან ერთად შექმნილი კოლაბორაციული ნამუშევრით დააგვირგვინა, რომელმაც კრიტიკოსებისა და არაერთი გავლენიანი გამოცემის დადებითი შეფასება დაიმსახურა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული