Thumbnail

ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტები, ფეთ ჯო და რემი მა მსმენელს ახალ კოლაბორაციულ ჩანაწერს Back Outside სთავაზობენ. კომპოზიციის ინსტრუმენტალურის ავტორი პროდიუსერთა დუეტი Cool N Dre გახლავს.

ნახეთ: Fat Joe გადაცემაში Tiny Desk Concert

ფეთ ჯო და რემი მა ნიუ იორკული ჰიპ ჰოპის ვეტერანი წარმომადგენლები არიან. მუსიკალური კარიერის განმავლობაში მათი გზები არაერთხელ გადაიკვეთა. რემი ფეთ ჯოს მიერ ჩამოყალიბებული ლეიბლის Terror Squad Entertainment წევრია. 2017 წელს ემსიებმა გაყიდვაში კოლაბორაციული ალბომი Plata O Plomo ჩაუშვეს, რომლის სინგლმაც All The Way Up ორმაგი პლატინის სტატუსი მოიპოვა, იუთუბზე კი 200 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული