Thumbnail

ახალგაზრდა ქართველი ჰიპ ჰოპ არტისტი, ირაკლი ეთერია, ფსევდონიმით UNKNOWNUMB, მსმენელს ახალი კომპოზიციით Wisdom Tooth დაუბრუნდა. ინგლისურენოვანი ჩანაწერის პროდიუსერი ირაკლი თავად გახლავთ.

მოუსმინეთ: ქართველი არტისტი UNKNOWNUMB კომპოზიციას GOLDEN ავრცელებს

ირაკლიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2016 წელს დაიწყო. დღემდე რეპერმა მსმენელს ოცამდე სინგლი შესთავაზა. 2020 წელს მუსიკოსის სადებიუტო EP სახელწოდებით VIOLANCE გამოიცა. 2021 წელს კი არტისტმა სტუდიური ნამუშევრების Subliminal Conversations პირველი და მეორე ნაწილი გაავრცელა. UNKNOWNUMB-ის გარდა, ირაკლი ფსევდონიმით OVERIT მოღვაწეობს, რომლის ფარგლებში ლუპ-თეიფებს აქვეყნებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული