Thumbnail

ცნობილმა ბრიტანულმა ელექტრონულმა დუეტმა The Chemical Brothers ახალი კომპოზიცია Work Energy Principle გაავრცელა. ნამუშევარი მუსიკოსების მიერ აპრილში გამოცემული ტრეკის The Darkness That You Fear ბი-საიდია.

► მოუსმინეთ: The Chemical Brothers-ის ახალი კომპოზიცია The Darkness That You Fear

The Chemical Brothers ტომ როულანდსმა და ედ საიმონსმა მანჩესტერში 1989 წელს ჩამოაყალიბეს. დუეტმა პოპულარობა მალევე მოიპოვა. კარიერის განმავლობაში მათმა ექვსმა სტუდიურმა ალბომმა ბრიტანულ ჩარტებში წამყვანი პოზიციების დაკავება მოახერხა. ბიგ ბითის პიონერებმა სხვადასხვა დროს გრემის 6 ჯილდო დაიმსახურეს. 2018 წლის 1 სექტემბერს პროექტი საქართველოს ეწვია და რუსთავის ავტოდრომზე კონცერტი გამართა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული