Thumbnail

კანადაში მოღვაწე ჰიპ ჰოპ არტისტი Belly ახალ კომპოზიციას და მასზე შექმნილ ვიზუალურ ნამუშევარს ავრცელებს. წარმოშობით პალესტინელი რეპერის კოლაბორაციულ ჩანაწერში თანამედროვე მუსიკის ინდუსტრიის გამორჩეული წარმომადგენლები, არენბი მომღერალი The Weeknd და ატლანტელი თრეფ შემსრულებელი Young Thug მონაწილეობენ. ტრეკის პროდიუსერი არაერთი ჰიტის ავტორი Zaytoven გახლავთ.

მოუსმინეთ: Belly x Benny The Butcher - Money On The Table

კანადაში მოღვაწე არტისტმა მუსიკალური კარიერა 2005 წელს დაიწყო. ორი წლის შემდეგ ბელიმ ოქროს სტატუსის მფლობელი სადებიუტო ალბომი The Revolution გამოაქვეყნა. 2016 წელს შემსრულებელმა კომპოზიციის Earned It წყალობით გრემისა და ოსკარის ნომინაციები დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული