Thumbnail

10 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის ათ გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

10. ბექა გოჩიაშვილის ტრიო წინანდალში

28 ივლისი (ოთხშაბათი)

28 ივლისს წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე ჯაზ-პიანისტის, ბექა გოჩიაშვილის კონცერტი გამართება. მუსიკოსი მსმენელთა წინაშე ბას გიტარისტ ლევან დეისაძესთან და დრამერ მაიკლ მიტჩელთან ერთად წარდგება. ღონისძიება კონცეპტArt-ის მოძრავი ფესტივალის CA Goes to ფარგლებში ჩატარდება.

9. UTOPIA: #საბასთვის

29 ივლისი (ხუთშაბათი)

ხუთშაბათს Utopia საქველმოქმედო კონცერტს მასპინძლობს. ლისის ტბაზე შეკრებილი მსმენელების წინაშე Vinda Folio, Michailo, Kahaberi, The Forest, Gio Shengelia, Boyd Schidt და სხვა არტისტები წარდგებიან. ნახეთ ღონისძიების სრული ლაინაფი.

8. NEBEAT EVENTS: Killages

30 ივლისი (პარასკევი)

პარასკევს "ბეთლემის 10" ქართულ ჯგუფს Killages მასპინძლობს. ალტერნატიული როკიდან ელექტრონულ ჰიპ ჰოპამდე ჟანრობრივი დიაპაზონის მქონე კოლექტივი კონკურსის Altervision Newcomers გამარჯვებული და არაერთი ფესტივალის მონაწილეა.

7. CISKARI GARDEN: DVS1 | Kancheli | Zitto

30 ივლისი (შაბათი)

შაბათს Ciskari Garden ამერიკელ დიჯეისა და პროდიუსერს DVS1 მასპინსძლობს. ტექნო სცენის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ წარმომადგენელთან ერთად სცენას Kancheli და Zitto დაიკავებენ. 

6. SPHERE BATUMI: Ancient Methods | Inhalt Der Nacht | Phase Fatale | Vulkanski

30 ივლისი (პარასკევი)

პარასკევს Sphere Batumi ივენთების სერია Atom-ის მორიგ ღონისძიებას უმასპინძლებს. მსმენელთა წინაშე ბერლინში მოღვაწე დიჯეი Ancient Methods წარდგება. მასთან ერთად სცენას ასევე ბერლინელი არტისტი Inhalt Der Nacht, ამერიკელი მუსიკოსი Phase Fatale და Vulkanski დაიკავებენ. 

5. UTOPIA: DJ Stingray 313 | Elad Magdasi | Boyd Schidt | Sophie Phare

30 ივლისი (პარასკევი)

პარასკევს Utopia ცნობილ ამერიკელ დიჯეის Stingray 313 მასპინძლობს. მასთან ერთად ღონისძიებაზე შეკრებილი მსმენელების წინაშე ბერლინში მოღვაწე არტისტი Elad Magdasi, ასევე Boyd Schidt და Sophie Phare წარდგებიან. 

4. SWING FESTIVAL 2021 ფოთში

30 ივლისი -1 აგვისტო (პარასკევი-კვირა)

30-31 ივლისსა და 1 აგვისტოს ფოთში, ოქროს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სამდღიანი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Swing Festival 2021 გაიმართება. ღონისძიებაზე შეკრებილი მსმენელისთვის მოწყობილ სამ სცენას Alec Falconer, Jane Fitz, Dr. BananaAmichay MatyasAnna HaletaDVS1Evan Baggs და სხვა უცხოელი თუ ადგილობრივი არტისტი დაიკავებს. ნახეთ ფესტივალის სრული ლაინაფი

3. KIBE BATUMI: Khilla | Jorjick | Frequency Shifter

31 ივლისი (შაბათი)

შაბათს ბათუმში მდებარე კლუბი Kibe ქართველ არტისტებს მასპინძლობს. ღონისძიებაზე შეკრებილი მსმენელების წინაშე ადგილობრივი ელექტრონული სცენის ერთ-ერთი პიონერი Jorjick, ასევე Khilla და Frequency Shifter წარდგებიან. 

2. MONO HALL BATUMI: R.O X Konoba

31 ივლისი (შაბათი)

31 ივლისს Mono Hall Batumi ბელგიურ ალტერნატიულ დუეტს R.O x Konoba უმასპინძლებს. მუსიკოსები მსმენელთა წინაშე როგორც ახალი, ასევე ყველასათვის კარგად ნაცნობი კომპოზიციებით წარდგებიან. ღონისძიება Movement Events-ის ორგანიზებით ჩატარდება.

1. LISI WONDERLAND: Tales of Lisi #3

1 აგვისტო (კვირა)

1 აგვისტოს Tbilisi Open Air-ის ივენთების სერია Tales of Lisi რიგით მესამე ღონისძიებას გამართავს. Lisi Wonderland-ში შეკრებილი მსმენელების წინაშე ნინო ქათამაძე წარდგება. მასთან ერთად სცენას SoylPitter JKodzo და Soulidan დაიკავებენ. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული