Thumbnail

ჰარლემელმა პროდიუსერმა, ბრედი უოთმა ახალი კომპოზიცია The Narcissist და მასზე შექმნილი ანიმაციური ვიზუალური ნამუშევარი გამოაქვეყნა. მუსიკოსის კოლაბორაციულ ჩანაწერში ჰიპ ჰოპის ნიუ იორკელი წარმომადგენლები, გაერთიანება "გრიზელდას" ლიდერი, ვესთსაიდ განი და ლეგენდარული დიჯეი პრემიერი მონაწილეობენ.

მოუსმინეთ: Westside Gunn - EasterGunn Day 4

ბრედი მულტიინსტრუმენტალისტია, რომელიც ჰიპ ჰოპმა ბავშვობიდან გაიტაცა. ის ე.წ. ჰიპ ჰოპ ჰედი გახლდათ, მოგვიანებით მან უკვე არსებული ჩანაწერებიდან საყვარელი მონაკვეთების ამოჭრა და სურვილისამებრ დამუშავება დაიწყო. დღეს კი უოთი ჟანრის არაერთი ცნობილი წარმომადგენლის მუსიკალური პარტნიორია. მას ისეთ კოლეგებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: თალიბ ქუალი, ჯოუი ბედესი, უორენ ჯი, ქრეიზი ბოუნი, იქსზიბითი და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული