Thumbnail

აიზეა რაშადი განაგრძობს მომავალი ალბომის The House Is Burning პრომოუშენს და მსმენელს სტუდიური ნამუშევრის ახალ სინგლს Wat U Sed სთავაზობს. ტენესელი მუსიკოსის ჩანაწერში მისი ნაკლებად ცნობილი კოლეგები Doechii და Kal Banx მონაწილეობენ. აიზეას ალბომი გაყიდვაში 30 ივლისს ჩაეშვება.

მოუსმინეთ: Isaiah Rashad - Slow Motion (Freestyle)

ნახეთ: Isaiah Rashad კლიპში Headshots (4r Da Locals)

ნახეთ: Isaiah Rashad კლიპში 200/Warning

რაშადმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. რეპერი 2013 წლიდან ლეიბლის TDE წევრია. ის ფართო საზოგადოებამ 2014 წლის მიქსტეიპით Cilvia Demo გაიცნო. ორი წლის შემდეგ კი არტისტმა გაყიდვაში სადებიუტო ალბომი The Sun's Tirade ჩაუშვა. სტუდიურმა ნამუშევარმა მსმენელის მოწონება და კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული