Thumbnail

ლოჯიქმა მსმენელს მორიგი კომპოზიცია Call Me შესთავაზა. წინა რამდენიმე ნამუშევრის მსგავსად, მერილენდელი რეპერის ჩანაწერის პროდიუსერი 6ix გახლავთ. ტრეკი შემსრულებლის მომავალი მიქსტეიპის Bobby Tarantino III ერთ-ერთი სინგლია.

ნახეთ: Logic კლიპს Vaccine ავრცელებს

მოუსმინეთ: Logic - My Way

მოუსმინეთ: Logic - Get Up

ლოჯიქმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ის პოპულარული მიქსტეიპების სერიით Young Sinatra გახდა. 2014 წელს ლოჯიქის სადებიუტო ალბომი Under Pressure გამოვიდა, რომლის ხუთასი ათასზე მეტი ასლია გაყიდული. მისი 2017 წლის ჩანაწერი Everybody კი გრემის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის კატეგორიაში იყო ნომინირებული. 2020 წლის ივლისში, სტუდიური ნამუშევრის No Pressure გავრცელებამდე რამდენიმე დღით ადრე, რეპერმა მუსიკალური კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, თუმცა, მიმდინარე წელს სცენას დაუბრუნდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული