Thumbnail

ცნობილი კანადელი ჰიპ ჰოპ არტისტი, თორი ლეინზი მსმენელს ახალ კომპოზიციას Grah Tah Tah სთავაზობს. ტორონტოელის კოლაბორაციულ ჩანაწერში მისი პოპულარული კოლეგა, კოდაკ ბლექი მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ ჟანრის ახალი თაობის წარმომადგენლებმა წარსულშიც არაერთხელ, მათ შორის ტრეკებზე Fuck With You და Spain ითანამშრომლეს. ნამუშევარი თორის მომავალი ალბომის We Outside ერთ-ერთი სინგლია.

Tory Lanez: კოდაკ ბლექი ცოცხალი ლეგენდაა

ნახეთ: Tory Lanez x DaBaby - SKAT

ნახეთ: Kodak Black - Senseless

თორიმ მუსიკალური კარიერა 2009 წელს მიქსტეიპით T.L 2 T.O დაიწყო, 2016 წელს მან სადებიუტო ალბომი I Told You გამოუშვა. ჩანაწერის მთავარმა კომპოზიციამ Say It იუთუბზე 260 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. 2018 წელს კი დეისთარმა გაყიდვაში რიგით მეორე და მესამე სტუდიური ნამუშევრები Memories Don't Die და Love Me Now? ჩაუშვა. 2019 წელს კანადელმა არტისტმა მორიგი ჩანაწერი Chixtape V გაავრცელა. დღეისთვის მუსიკოსის დისკოგრაფიაში 5 ალბომი, ოცზე მეტი მიქსტეიპი და 2 EP ერთიანდება.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული