Thumbnail

ქართული ჯგუფი Bedford Falls ტექსტურ ვიდეოსთან ერთად ახალ კომპოზიციას Calipso 101 ავრცელებს. ეს მეორე სინგლია, რომელიც კოლექტივმა 2021 წელს გამოაქვეყნა.

ნახეთ: Bedford Falls - Idaho

Bedford Falls ქალაქ თბილისში 2014 წელს შეიქმნა. ორი წლის შემდეგ მუსიკოსებმა სადებიუტო EP სახელწოდებით "საზამთრო" გამოსცეს. 2019 წელს კოლექტივმა პირველი ალბომი This Is Your House გამოაქვეყნა. 2020-ში კი ჯგუფმა კიდევ ერთი EP სახელწოდებით Yup, the Sky Is Definitely on Fire გაავრცელა. ბენდს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Thrill is Gone, Dreamer Once და Elephant's Memory მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული