Thumbnail

Lil Nas X-ის კლიპმა Industry Baby ინტერნეტმომხმარებლების კრიტიკა დაიმსახურა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ატლანტელმა მუსიკოსმა Lil Nas X ახლახან ჰიპ ჰოპის ახალი თაობის წარმომადგენელ ჯეკ ჰარლოუსთან ერთად ჩაწერილი კომპოზიცია Industry Baby და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ტვიტერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ვიდეორგოლის ხილვის შემდეგ დაწერა:

ნახეთ: Lil Nas X-მა სადებიუტო ალბომის Montero თრეილერი გაავრცელა

ნახეთ: Lil Nas X-მა კომპოზიცია Montero შეასრულა

"თეთრკანიანთა კორპორაციის ხელმძღვანელების მიერ ლილ ნას იქსისთვის დაფინანსებული მუსიკალური ვიდეო, რომელშიც შავკანიანი კაცების ჯგუფი ციხეში საჯდომს აქანავებს. ერთადერთ თეთრკანიანს, ჯეკ ჰარლოუს ციხის მეთვალყურე ქალთან აქვს სექსუალური უთიერთობა, შავკანიან კაცებს კი ერთმანეთთან. ეს არის პროგრესი?".

22 წლის არტისტმა კომენტარის ავტორს ტვიტერზევე უპასუხა:

"ნება მომეცი, განვმარტო. ლილ ნასი უდრის გეის, ჰარლოუ კი ჰეტეროსექსუალია, ამის გამო გადაწყდა, ვის შეხვდებოდა კაცი და ვის ქალი. გასაგებია?".

მუსიკოსი კიდევ არაერთმა ადამიანმა გააკრიტიკა იმის გამო, რომ გეი პროპაგანდას უწყობს ხელს. პასუხად მან აღნიშნა:

Lil Nas X: გეი რომ არ ვიყო, ამ ცნობილ ქალებს შევხვდებოდი

"გეი აჯენდასთან დაკავშირებული ყველა ხუმრობა აზრს მოკლებულია. თუ გგონია, ვინმე შთაგაგონებს, გეი გახდე, ცდები, რეალურად ეს შენში უკვე იდო".

კლიპს სხვა მიზეზითაც ხვდა კრიტიკა. ინტერნეტმომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ კლიპით აშშ-ის სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული ის პრობლემებია გაუფასურებული, რომლებსაც შავკანიანები აწყდებიან.

ვიდეორგოლის ირგვლივ არსებულ განხილვებს გამოეხმაურა ჯეკ ჰარლოუც. მან ტვიტერზე დაწერა:

"ლილ ნას იქსმა თავად დაგეგმა ყველაფერი, მე კი მის ყოველ ნაბიჯს მივყვებოდი. გადაღებებზე ჩემთვის რომ ეთხოვა, საშხაპის სცენაში შემომიერთდიო, მასთან ერთად საშხაპეში მიხილავდით. შემოქმედს მივენდე. ჩემთვის დიდი პატივია ამ პროექტში მონაწილეობა".

Industry Baby ლილ ნასის სადებიუტო ალბომში Montero შევა, რომელიც 2021 წლის ბოლომდე გამოიცემა. აღსანიშნავია, რომ ტრეკის ინსტრუმენტალის ავტორები ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტი, ქანიე ვესთი და პროდიუსერთა დუეტი Take A Daytrip არიან. კლიპზე კი რეჟისორმა კრისტიან ბრესლაუერმა იმუშავა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული