Thumbnail

ტომ იორკისა და ჯონი გრინვუდის ჯგუფმა The Smile სადებიუტო ალბომი ჩაწერა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Radiohead-ის პროდიუსერმა, ნაიჯელ გოდრიჩმა პლატფორმა The Coda Collection-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბენდის წევრების, ტომ იორკისა და ჯონი გრინვუდის ახალმა პროექტმა The Smile სადებიუტო ალბომზე მუშაობა დაასრულა. გოდრიჩის თქმით, ნამუშევარი როკ ჩანაწერი არაა და მასში სხვადასხვა ჟანრის მუსიკაა შერწყმული.

ნახეთ: ტომ იორკმა და ჯონი გრინვუდმა ახალი ბენდი The Smile შექმნეს

"The Smile-მა სადებიუტო ალბომზე მუშაობა უკვე დაასრულა. ეს არ გახლავთ როკ ჩანაწერი, მასში სხადასხვა ჟანრის მუსიკაა შერწყმული. ძალიან საინტერესო გამოვიდა", - ამბობს ნაიჯელ გოდრიჩი.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის იხილავს ჩანაწერი დღის სინათლეს.

The Smile ლეგენდარული ჯგუფის Radiohead წევრებმა, ტომ იორკმა და ჯონი გრინვუდმა, ბრიტანული ჯაზ ბენდის Sons of Kemet წევრთან, ტომ სკინერთან ერთად 2021 წელს ჩამოაყალიბეს. აღსანიშნავია, რომ პროექტი "რედიოჰედის" პროდიუსერ ნაიჯელ გოდრიჩთან თანამშრომლობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული