Thumbnail

ნახეთ: ქანიე ვესთის შოუდან წამოღებული ჰაერი eBay-ზე იყიდება

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

23 ივლისს ლეგენდარულმა მუსიკოსმა, ქანიე ვესთმა ატლანტაში მდებარე "მერსედეს ბენცის" არენაზე მომავალი ალბომის Donda მოსასმენი სესია გამართა. ღონისძიების დასრულების შემდეგ ონლაინ პლატფორმა eBay-ზე გასაყიდად ჰაერი განთავსდა, რომელიც არტისტის თაყვანისმცემელმა ივენთიდან პოლიეთილენის პარკით წამოიღო. აუქციონი 31 ივლისს სრულდება, ამჟამად დადებული თანხა 2000-ს არის აცდენილი.

ნახეთ: ქანიე ვესთმა ატლანტაში ალბომის Donda მოსასმენი სესია გამართა

აღსანიშნავია, რომ, როგორც გავლენიანი გამოცემა Rolling Stone გვამცნობს, 2015 წელს ქანიეს ერთ-ერთმა ფანმა მუსიკოსის ალბომის Yeezus ფარგლებში გამართული ტურნეს ჰაერის გაყიდვით 60 ათასი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

განახლებული ინფორმაციით, იეს (არტისტის მეტსახელი) ალბომი DONDA გაყიდვაში 6 აგვისტოს ჩაეშვება. მუსიკოსი საცხოვრებლად ხსენებულ არენაზეა გადასული და ჩანაწერზე მუშაობის დასრულებას ცდილობს.

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 22-გზის გამარჯვებულია. მისი სამი სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის შეიყვანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული