Thumbnail

უელსური ჰევი მეტალ ბენდი Bullet for My Valentine ახალ კომპოზიციას Parasite და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების მომავალ, რიგით მეშვიდე, ჯგუფისვე სახელწოდების მქონე ალბომში შევა, რომელიც 22 ოქტომბერს გამოიცემა.

Bullet for My Valentine ქალაქ ბრიჯენდში 1998 წელს შეიქმნა. პირველი 5 წლის განმავლობაში მუსიკოსები სახელწოდებით Jeff Killed John მოღვაწეობდნენ. 7 წლის შემდეგ კი ჯგუფმა სადებიუტო ალბომი The Poison გაავრცელა. კოლექტივს ამ დრომდე 6 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული