Thumbnail

საქართველოში ფესტივალების ასოციაცია დაფუძნდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

საქართველოში ფესტივალების ასოციაცია დაფუძნდა, რომლის მიზანიც საფესტივალო ინდუსტრიის ხელშეწყობა, ქვეყნის პოპულარიზაცია და მისი კულტურული და ეკონომიკური განვითარებაა. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.

"ასოციაციაში გაწევრიანებული არიან ორგანიზაციები და პროფესიონალები, რომლებმაც ათწლეულების  განმავლობაში თავიანთი საქმით საზოგადოებას დაანახეს არაერთი წარმატებული შედეგი, მოიპოვეს საერთაშორისო აღიარება, განახორციელეს მილიონიანი ინვესტიციები ინდუსტრიაში და ხშირ შემთხვევაში პირადი სახსრებით განავითარეს საფესტივალო საქმიანობა. ხაზგასმით გვინდა, აღვნიშნოთ, რომ საქართველოს კულტურის, ტურიზმისა თუ ეკონომიკის განვითარებაში ჩვენს საქმიანობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. 

ჩვენ შევძელით გაერთიანება, მიუხედავად ჩვენი განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების, მსოფლმხედველობის თუ გარკვეულ საკითხებზე საპირისპირო აზრისა. ერთმნიშვნელოვნად ვთანხმდებით იმ ძირითად პრინციპებზე, რომლებიც საფუძვლად უდევს ჩვენ საქმიანობას და ყველა ფესტივალს - ძალადობის და დისკრიმინაციის უარყოფა, თანასწორობა, ურთიერთპატივისცემა, კანონის უზანაესობა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა. გულრწფელად გვჯერა, რომ დღეს ყველას ერთობა უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის წარმატებული და ევროანტლანტიკური მომავლისთვის. გვწამს, რომ ეს წამოწყება და მიზნისკენ დაუღალავი სწრაფვა არაერთ გამარჯვებას მოუტანს საქართველოს", - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

საქართველოს ფესტივალების ასოციაციაში ერთიანდებიან: 

წინანდლის ფესტივალი
Kolga Tbilisi Photo
თბილისის ჯაზ ფესტივალი
შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი
ჯაზისა და ღვინის ფესტივალი
შემოდგომის თბილისი
Mercedes-Benz Fashion Week
ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი "ბლუზფესტი"
Tbilisi Open Air
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "საჩუქარი"
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
Summer Set
მზესუმზირა
თბილისის ბაროკოს ფესტივალი
ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი
თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში
Ad Black Sea.

კომენტარები

ბოლოს დამატებული