Thumbnail

ნახეთ: The Killers-მა მომავალი ალბომის თიზერი გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკულმა ჯგუფმა The Killers მომავალი ალბომის Pressure Machine თიზერი გაავრცელა. ვიდეორგოლის დასასრულს ჩანაწერში შესული ერთ-ერთი ახალი კომპოზიციის ნაწყვეტი ისმის. ნამუშევარი გაყიდვაში 13 აგვისტოს ჩაეშვება.

The Killers ახალ ალბომს Pressure Machine აგვისტოში გამოუშვებს

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ბოლო ალბომი Imploding the Mirage ჯგუფმა 2020 წლის აგვისტოში გამოსცა.

"ქილერსი" ლას ვეგასში 2001 წელს ჩამოყალიბდა. მოღვაწეობის განმავლობაში მუსიკოსებს 28 მილიონზე მეტი ალბომი აქვთ გაყიდული. არაერთი ჰიტის მქონე ჯგუფს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Mr. Brightside, Shot At The Night და Human მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული