Thumbnail

ამერიკელმა მომღერალმა, თინაშემ ახალი კომპოზიცია I Can See the Future გაავრცელა. სინგლი მუსიკოსის მომავალ, რიგით მეხუთე ალბომში "333" შევა, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე გამოიცემა. ცნობილია, რომ სტუდიური ჩანაწერი 16 ტრეკს გააერთიანებს.

► ნახეთ: Tinashe - Bouncin

თინაშე ქაჩინვემ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1999 წელს დაიწყო. 2007-11 წლებში ის ჯგუფის The Stunners წევრი იყო. არტისტმა სოლო კარიერაში წარმატებას სადებიუტო სინგლის "2 On" გამოსვლისთანავე მიაღწია. მისი შემოქმედება არენბისა და პოპს მოიცავს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული