Thumbnail

ნახეთ: Young Thug გადაცემაში Tiny Desk Concert

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

მედიაპლატფორმის National Public Radio ცნობილი გადაცემის Tiny Desk Concert ახალი ეპიზოდის სტუმარი თანამედროვე ჰიპ ჰოპის გავლენიანი წარმომადგენელი, თრეფ შემსრულებელი, იანგ თაგი გახლდათ. ატლანტელმა მუსიკოსმა ლაივ ბენდის თანხლებით, რომლის ერთ-ერთი წევრიც დრამერი, ტრევის ბარკერი იყო, მიმდინარე წელს გამოცემულ სინგლთან Ski ერთად, ოთხი ახალი კომპოზიცია Die Slow, Droppin Jewels, Hate The Game და Tick Tock შეასრულა. პერფორმანსის მიმდინარეობისას სამხრეთელმა არტისტმა განაცხადა, რომ მისი მომავალი ალბომი Punk გაყიდვაში 15 ოქტომბერს ჩაეშვება.

Young Thug-მა რჩეული ჰიპ ჰოპ არტისტები დაასახელა

ნახეთ: Cordae და Young Thug კლიპში Wassup

ნახეთ: Belly, The Weeknd & Young Thug - Better Believe

იანგ თაგმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მუსიკოსი ორიგინალური ვოკალითა და ჩაცმულობის ექსცენტრიკული სტილით გამოირჩევა. არტისტი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 წლის ტრეკით Stoner გახდა. 2017 წელს კი მან გაყიდვაში კომერციული მიქსტეიპი Beautiful Thugger Girls ჩაუშვა. 2019 წელს ჯეფრიმ სადებიუტო ალბომი So Much Fun გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული