Thumbnail

Shakira განმარტავს, რატომ არ ასმენინებს შვილებს თავის სიმღერებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კოლუმბიელმა პოპვარსკვლავმა, შაკირამ გამოცემა ET Canada-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ შვილებს, 6 წლის საშასა და 8 წლის მილანს თავის სიმღერებს არ ასმენინებს. არტისტის თქმით, მას არ სურს, მისი და პიკეს პოპულარობა ბავშვებისთვის წნეხად იქცეს.

ნახეთ: შაკირას ახალი კლიპი Don't Wait Up

"შვილებს ჩემს მუსიკას არ ვასმენინებ. ვცდილობ, სახლში ჩემი სიმღერები არ იყოს ჩართული. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ პატარებმა ნორმალური, რიგითი ადამიანის ცხოვრებით იცხოვრონ. რა თქმა უნდა, ისინი ვერ გაექცევიან იმ რეალობას, რომ მეც და პიკეც პოპულარულები ვართ, თუმცა, ყველანაირად ვცდილობთ, წნეხი არ იგრძნონ და უბრალო, მარტივი ცხოვრება ჰქონდეთ", - ამბობს შაკირა.

შაკირამ და პიკემ ერთმანეთი კლიპის Waka Waka (This Time for Africa) გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. მათ ორი შვილი, მილანი და საშა ჰყავთ.

შაკირამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1988 წელს დაიწყო. დღეს ის ლათინოამერიკული პოპ სცენის წამყვან წარმომადგენლად ითვლება. სამი გრემის მფლობელ ვარსკვლავს კარიერის განმავლობაში 140 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Whenever, Wherever და Hips Don't Lie მოუტანა. 2012 და 2015 წლებში ჟურნალმა Forbes შემსრულებელი მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ქალს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული