Thumbnail

ფოტოგალერეა: ქანიე ვესთის $14-მილიონიანი რანჩო უაიომინგში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

როგორც ცნობილია, გავლენიანი ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ქანიე ვესთი თავის ახალი, რიგით მეათე ალბომის Donda დასრულებამდე ქალაქ ატლანტაში მდებარე "მერსედეს ბენცის" არენაზე ათევს ღამეებს. ის კულისებში, ერთ-ერთ ოთახში დასახლდა, ჩანაწერზე სამუშაოდ კი იქვე სახელდახელოდ სტუდია მოაწყო. მანამდე ქანიე დროის უმეტეს ნაწილს უაიომინგის რანჩოში ატარებდა, რომელიც 2019 წელს 14 მილიონ დოლარად შეიძინა. სწორედ აქ დაიწყო მან Donda-ზე მუშაობა.

ნახეთ: ოთახი "მერსედეს ბენცის" არენაზე, სადაც ქანიე ვესთი ცხოვრობს

2716 ჰექტარის ფართობის მქონე მიწაზე განთავსებული რანჩო სახელად Big Horn Mountain არტისტის მეორე საკუთრებაა ამ ტერიტორიაზე Monster Lake Ranch-ის შემდეგ. აქ შვიდი საძინებელი და ამდენივე სააბაზანოა განთავსებული. ბოლო პერიოდში 44 წლის არტისტი სწორედ აქ ცხოვრობდა მაშინ, როცა მისი ცოლი, კიმ კარდაშიანი, რომელთანაც რეპერმა განქორწინების პროცესი დაიწყო, შვილებთან ერთად კალიფორნიის შტატში, ქალაქ კალაბასასში, მათ საერთო სახლში არჩევდა ყოფნას.

მუსიკოსს უაიომინგის ტერიტორიაზე ბოლო ალბომის Jesus Is King სინგლებზე Closed on Sunday და Follow God აქვს კლიპები გადაღებული.

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 22-გზის გამარჯვებულია. მისი სამი სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის შეიყვანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული