Thumbnail

ისლანდიური ჰიპ ჰოპ კოლექტივი Daughters of Reykjavík ახალ კომპოზიციას Hot Milf Summer და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. ჩანაწერში ჯგუფის ყოფილი წევრი Stepmom მონაწილეობს. სინგლი მუსიკოსების მომავალ EP-ში შევა, რომლის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

Daughters of Reykjavík ქალაქ რიეკივიაკში 2013 წელს შეიქმნა. სამი წლის შემდეგ კოლექტივმა სადებიუტო ალბომი RVK DTR გაავრცელა. ჯგუფს ამ დრომდე 3 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. აღსანიშნავია, რომ ჰიპ ჰოპ გაერთიანების შემადგენლობა წლების განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა, ამჟამად ბენდის შემადგენლობაში 9 ქალია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული