Thumbnail

ამერიკული ინდი როკ ჯგუფი A Great Big Pile of Leaves ახალ კომპოზიციას Hit Reset ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების მომავალ, რიგით მესამე ალბომში Pono იქნება წარმოდგენილი, რომელიც 8-წლიანი პაუზის შემდეგ გამოიცემა.

A Great Big Pile of Leaves ბრუკლინში 2007 წელს შეიქმნა. სამი წლის შემდეგ არტისტებმა სადებიუტო ალბომი Have You Seen My Prefrontal Cortex? გაავრცელეს. ჯგუფს ამ დრომდე ორი სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული