Thumbnail

მოუსმინეთ: ენჯელ ოლსენმა Men Without Hats-ის ტრეკი Safety Dance დააქავერა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელი მუსიკოსი, ენჯელ ოლსენი კანადური სინთპოპ ჯგუფის Men Without Hats კომპოზიციის Safety Dance ქავერ ვერსიას ავრცელებს. სინგლი 1980-იანი წლების სიმღერების ქავერების EP-ში სახელწოდებით Aisles შევა, რომელიც 20 აგვისტოს გამოიცემა.

ნახეთ: Sharon Van Etten & Angel Olsen - Like I Used To

ენჯელ ოლსენმა მუსიკალური კარიერა 2009 წელს დაიწყო. 2012 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Half Way Home გაავრცელა. მომღერალს განსაკუთრებული წარმატება 2016 წელს გამოცემულმა სტუდიურმა ჩანაწერმა My Woman მოუტანა. მუსიკოსის შემოქმედება ინდი როკსა და ინდი ფოლკს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული