Thumbnail

Lizzo: საწყენია ჭორი, რომ სცენიდან გადახტომისას ვიღაც მოვკალი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი მუსიკოსი, მელისა ჯეფერსონი ფსევდონიმით Lizzo, პლატფორმა TikTok-ზე გავრცელებულ ვიდეოში გამოეხმაურა ჭორს, თითქოს კონცერტის დროს მისმა სცენიდან გადახტომამ ერთ-ერთი თაყვანისმცემელი იმსხვერპლა.   

► Lizzo: მინდა, დაუმუშავებელი სელფი გაგიზიაროთ და გაჩვენოთ, როგორი ვარ

"ინტერნეტში ბევრი საწყენი რამ წამიკითხავს საკუთარი თავის შესახებ, მაგრამ, რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს არის ჭორი, თითქოს კონცერტზე სცენიდან ხალხში გადახტომისას ვიღაც მოვკალი. ეს ტყუილია. ცხოვრებაში არ გადავმხტარვარ სცენიდან. როგორ გინდათ, რომ ჩემს სახელს ასეთი რაღაც დაუკავშიროთ? ვიცი, რომ დიდი ზომის ვარ, მაგრამ, ამხელაც არა", - ამბობს 33 წლის არტისტი.

► Lizzo: გაინტერესებთ, რას ვაკეთებ საკუთარი სხეულის შესაყვარებლად?

სამი გრემის მფლობელმა ლიზომ მუსიკალური მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. დღეისთვის მის დისკოგრაფიაში 3 ალბომი, ამდენივე EP და კოლაბორაციული ჩანაწერი ერთიანდება. არტისტი ინდი ჰიპ ჰოპ ჯგუფების The Chalice, Grrrl Prty, The Clerb, Ellypseas და Absynthe ერთ-ერთი დამაარსებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული