Thumbnail

ნახეთ: მეთ ბერნინგერმა The Velvet Underground-ის I'm Waiting for the Man დააქავერა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ამერიკული ჯგუფის The National ფრონტმენმა, მეთ ბერნინგერმა საკულტო ბენდის, The Velvet Underground-ის კომპოზიცია I'm Waiting for the Man დააქავერა. მეთის ვერსია კომპილაციურ ალბომში I’ll Be Your Mirror: A Tribute to the Velvet Underground and Nico იქნება წარმოდგენილი, რომელიც "ველვეტ ანდერგრაუნდსა" და გერმანელ შემსრულებელს, ნიკოს მიეძღვნება.

მოუსმინეთ: მეთ ბერნინგერმა ალბომის Serpentine Prison დელუქს ვერსია გამოაქვეყნა

სიმღერა "ველვეტ ანდერგრაუნდისა" და ნიკოს ერთობლივ ალბომში The Velvet Underground & Nico არის წარმოდგენილი, რომელიც 1967 წელს გამოიცა. ნამუშევრის ავტორი ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი, ლუ რიდი გახლავთ.

მეთ ბერნინგერმა მუსიკალური კარიერა 1999 წელს დაიწყო. პოპულარობა მან კოლექტივში The National მოღვაწეობით მოიპოვა, რომელიც ამავე წელს ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატიში ჩამოაყალიბა. ის აგრეთვე ბენდების Ramona Falls და Menomena დამაარსებელ ბრენტ ნოფთან ერთად ინდი როკ სუპერჯგუფში EL VY ერთიანდება. 2017 წელს მეთმა "ნეიშენალთან" ერთად გრემის პრესტიჟული ჯილდოს მოპოვებაც მოახერხა. სადებიუტო სოლო ალბომი Serpentine Prison შემსრულებელმა 2020 წელს გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული