Thumbnail

ბობი შმურდა: Migos-ის წევრებთან ერთად მიქსტეიპზე Shmigo Gang ვმუშაობ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ნიუ იორკელ ჰიპ ჰოპ არტისტ ბობი შმურდას, რომელიც, ექვსწლიანი პატიმრობის შემდეგ, მიმდინარე წლის დასაწყისში გაათავისუფლეს, მსმენელისთვის საკუთარი ნამუშევრები აქამდე არ შეუთავაზებია. ბობის თაყვანისმცემელს მისი ოფიციალურად გამოცემული ერთადერთი ვერსის მოსმენა პუერტორიკოელი რეპერის, ელადიო კარიონისა და კოლუმბიელი შემსრულებლის, ჯეი ბალვინის ერთობლივი კომპოზიციის Tata რემიქსში შეუძლია, რომელიც 28 ივლისს გავრცელდა.

ბობი შმურდა: 50 Cent ერთადერთია, რომელიც რეალურად დამიდგა გვერდში

თუმცა, ცნობილია, რომ ჰიტის Hot Nigga ავტორი ახალ მუსიკაზე აქტიურად მუშაობს. ამის შესახებ მან აპრილში ვეტერან კოლეგა მეინოსთან ინტერვიუში განაცხადა. ხოლო ახლახან ახალგაზრდა ემსიმ პოდკასტში SHOWTIME სტუმრობისას გაამხილა, რომ პოპულარული თრეფ გაერთიანება "მიგოსის" წევრებთან ერთად მიქსტეიპზე მუშაობს.

"ბევრ სხვადასხვა სახის პროექტზე, მათ შორის ჩემს სოლო ალბომსა და "მიგოსთან" ერთად შექმნილ კოლაბორაციულ მიქსტეიპზე Shmigo Gang ვმუშაობ. ცხელი ზაფხული გველოდება", - განაცხადა რეპერმა.

კრიმინალური დაჯგუფების GS9 წევრი ბობი შმურდა და მისი რამდენიმე მეგობარი მკვლელობის დაგეგმვასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობაში 2014 წელს დაადანაშაულეს. 2021 წლის თებერვალში რეპერი ციხიდან კარგი ყოფაქცევის გამო გაათავისუფლეს. თუმცა, დამატებით 5 წლის განმავლობაში ბრუკლინელი პირობით სასჯელს მოიხდის.

ბობიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2004 წელს ცნობილი კომპოზიციების დაქავერებით დაიწყო. არტისტი ფართო საზოგადოებამ 2014 წლის კომპოზიციით Hot Nigga გაიცნო, რომელიც დღეს ხუთმაგი პლატინის სტატუსის მფლობელია. იმავე წელს ბობიმ სადებიუტო მიქსტეიპი Shmoney Shmurda და EP სახელწოდებით Shmurda She Wrote გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული