Thumbnail

ნახეთ: ლედი გაგასა და ჯარედ ლეტოს ფილმის House of Gucci თრეილერი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ინგლისელი რეჟისორის, რიდლი სკოტის ფილმის House of Gucci თრეილერი გავრცელდა, რომელშიც ამერიკელი პოპვარსკვლავი, ლედი გაგა და მუსიკოსი და მსახიობი, ჯარედ ლეტო მონაწილეობენ. ბიოგრაფიულ თრილერში იტალიური მოდის სახლის, Gucci-ს დამაარსებლის, გუჩიო გუჩის შვილიშვილის, მაურიციო გუჩის მკვლელობის შესახებ იქნება მოთხრობილი. სურათში გაგა მაურიციოს ყოფილ ცოლს, პატრიცია რეჯანის განასახიერებს, რომელიც ქმრის მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ. ჯარედ ლეტო კი მაურიციოს ბიძაშვილის, პაოლოს როლს ასრულებს. ნამუშევარი კინოეკრანებზე მიმდინარე წლის 24 ნოემბერს გამოვა.

ჯარედ ლეტო: მოგებული ოსკარის ქანდაკება დავკარგე

ნახეთ: ლედი გაგამ Friends-ის სპეციალურ ეპიზოდში იმღერა

ფილმი სარა გეი ფორდენის წიგნს The House Of Gucci: A Sensational Story Of Murder, Madness, Glamour, And Greed ეფუძნება. სურათში ლედი გაგასა და ჯარედ ლეტოს გარდა, ისეთი ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ, როგორებიც არიან: ალ პაჩინო, ადამ დრაივერი, ჯერემი აირონსი, სალმა ჰაიეკი და სხვები.

მაურიციო გუჩი 1995 წელს მოკლეს. ორი წლის შემდეგ მისი მკვლელობის შეკვეთის ბრალდებით ყოფილი ცოლი დააკავეს, 1998 წელს ქალი დამნაშავედ ცნეს და 29-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 18 წლის შემდეგ, 2016 წელს მან საპატიმრო სამაგალითო ქცევის გამო დატოვა. პატრიციას ყოფილი ქმრის მკვლელობა არასდროს უღიარებია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული