Thumbnail

ნახეთ: The Offspring-მა თვითმფრინავში კომპოზიცია Come Out And Play შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილმა ამერიკულმა როკ ჯგუფმა The Offspring ჯეიმს კორდენის გადაცემის Carpool Karaoke მსგავსი პროექტი Cockpit Karaoke დაიწყო. გადაცემაში მუსიკოსები მანქანის ნაცვლად მცირე ზომის თვითმფრინავით მგზავრობენ, რომელსაც კოლექტივის ფრონტმენი, დექსტერ ჰოლანდი მართავს. არტისტებმა გადაცემის პირველ ეპიზოდში კომპოზიცია Come Out And Play შეასრულეს. სინგლი ბენდის რიგით მესამე ალბომში Smash შედის, რომელიც 1994 წელს გამოქვეყნდა.

ნახეთ: The Offspring კომპოზიციის This Is Not Utopia კლიპს ავრცელებს

ნახეთ: The Offspring-მა კომპოზიციაზე We Never Have Sex Anymore კლიპი გადაიღო

The Offspring კალიფორნიაში 1984 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფს თავდაპირველად Manic Subsidal ერქვა. წლების განმავლობაში ბენდის შემადგენლობა არაერთხელ შეიცვალა. უცვლელი წევრი მხოლოდ ვოკალისტი, დექსტერ ჰოლანდი გახლავთ. კოლექტივს კარიერის განმავლობაში 40 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბოლო ალბომი Let the Bad Times Roll ჯგუფმა 2021 წელს გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული