Thumbnail

ივლისი: აუცილებლად მოსასმენი 10 კომპოზიცია

გთავაზობთ 2021 წლის ივლისში გამოშვებულ, აუცილებლად მოსასმენ 10 კომპოზიციას.

10. SKAZZ - Peur

ქუთაისურმა პოსტ პანკ ჯგუფმა SKAZZ ვიზუალურ ნამუშევართან ერთად ახალი კომპოზიცია Peur გაავრცელა. ეს ნოდო კუპრავასა (ვოკალი, გიტარა) და საბა ვაშაყმაძის (ვოკალი, ბასი) პროექტის რიგით მეორე სინგლია.

9. BadBadNotGood - Signal From The Noise

კანადურმა ინსტრუმენტულმა კოლექტივმა BadBadNotGood ახალი კომპოზიცია Signal From The Noise და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. სინგლი ჯგუფის მომავალ, რიგით მეხუთე ალბომში Talk Memory შევა, რომელიც 8 ოქტომბერს გამოიცემა.

8. Melqo - X files

მუსიკოსმა დავით მანჩხაშვილმა, სასცენო სახელით Melqo, აქამდე გამოუცემელი კომპოზიცია X files გაავრცელა, რომლის პროდიუსერიც ის თავადაა. არტისტის თქმით, დემო ნამუშევარი მან ძველ ვინჩესტერზე აღმოაჩინა.

7. Billie Eilish - Oxytocin

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა ახალი სიმღერა Oxytocin გაავრცელა. კომპოზიცია მის მეორე ალბომში Happier Than Ever შევიდა, რომელიც 30 ივლისს გამოიცა. ტრეკის პროდიუსერი ბილის ძმა, ფინიასი გახლავთ.

6. 4D Monster Lobsters & Tamada - Vneba

ქართულმა ჯგუფმა Four Dimensional Monster Lobsters და მუსიკოსმა ლაშა ჩხაპელიამ, პროექტით Tamada, ახალი კომპოზიცია Vneba და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელეს. სინგლი კოლექტივის რიგით მეორე ალბომში ERTOBA & GARTOBA შევა, რომელიც 20 აგვისტოს გამოიცემა.

5. Isaiah Rashad - Runnin' ft. ScHoolboy Q

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი წამყვანი კოლექტივის Top Dawg Entertainment წევრებმა, აიზეა რაშადმა და სქულბოი ქიუმ ახალი ერთობლივი კომპოზიცია Runnin' და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელეს. ტრეკის პროდიუსერი ქენი ბითსი გახლავთ.

4. Bedford Falls - Calipso 101

ქართულმა ჯგუფმა Bedford Falls ტექსტურ ვიდეოსთან ერთად ახალი კომპოზიცია Calipso 101 გამოუშვა. ეს მეორე სინგლია, რომელიც კოლექტივმა 2021 წელს გამოაქვეყნა.

3. Madlib & Declaime - Madman

ჰიპ ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა პროდიუსერმა, მედლიბმა და რეპერმა და მომღერალმა, დადლი პერკინსმა, ფსევდონიმით Declaime, კომპოზიცია Madman გაავრცელეს. ტრეკი მათ ერთობლივ ალბომში In the Beginning Vol. 1 არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 2 ივლისს ჩაეშვა .

2. Coldplay - Coloratura

პოპულარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Coldplay ტექსტურ ვიდეოსთან ერთად ახალი სიმღერა Coloratura გაავრცელა. კომპოზიცია ბენდის მომავალ ალბომში Music of the Spheres შევა, რომელიც 15 ოქტომბერს გამოიცემა.

1. Darkside - Narrow Road

ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე, წარმოშობით ჩილელი არტისტის, ნიკოლას ჯაარისა და ამერიკელი მულტიინსტრუმენტალისტის, დეივ ჰარინგტონის კოლაბორაციულმა პროექტმა Darkside ახალი კომპოზიცია Narrow Road გაავრცელა. ტრეკი დუეტის ახალ ალბომში Spiral შევიდა, რომელიც გაყიდვაში 23 ივლისს ჩაეშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული