Thumbnail

10 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის ათ გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

10. სტეფანეს კონცერტი ბათუმში

6 აგვისტო (პარასკევი)

პარასკევს ბათუმში, "პალმა ლაგუნას" ტერიტორიაზე პოპულარული ქართველი შემსრულებლის, სტეფანე მღებრიშვილის კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი მსმენელთა წინაშე როგორც ახალი, ასევე ყველასათვის კარგად ნაცნობი კომპოზიციებით წარდგება.

9. DEDAENA PARK: Moku T

6 აგვისტო (პარასკევი)

პარასკევს დედაენის პარკში კონცერტს ჰიპ ჰოპ არტისტი, ტატო რუსია, ფსევდონიმით Moku T გამართავს. მუსიკოსი ჯგუფის MokuMoku წევრია. სადებიუტო ალბომი In Thru Mentals მან 2019 წელს გამოუშვა.

 

8. Bedford Falls-ის კონცერტი ბათუმში

6 აგვისტო (პარასკევი)

პარასკევს Mono Hall Batumi ქართულ როკ ჯგუფს Bedford Falls მასპინძლობს. ბენდმა მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო. მუსიკოსებს წარმატება სიმღერებმა Thrill is Gone, Dreamer Once და Elephant's Memory მოუტანა.

7. KIBE BATUMI: Mzesumzira

6 აგვისტო (პარასკევი)

პარასკევს ბათუმში კომუნა Mzesumzira სეზონის პირველ შოუქეისს გამართავს. კლუბში Kibe შეკრებილი მსმენელების წინაშე Audio Space, Rati და Vasil წარდგებიან. 

6. UTOPIA: Cera Khin | Clara Cuve | Mancho

6 აგვისტო (პარასკევი)

პარასკევს Utopia თანამედროვე გერმანული ტექნო სცენის გამორჩეულ წარმომადგენლებს მასპინძლობს. ლისის ტბაზე შეკრებილი მსმენელების წინაშე Cera Khin და Clara Cuve წარდგებიან. მათთან ერთად სცენას ასევე ქართველი დიჯეი Mancho დაიკავებს.

5. CISKARI GARDEN: Dax J | Ly Sas | Nebbieri

6 აგვისტო (პარასკევი)

პარასკევს Ciskari Garden ბრიტანელ დიჯეისა და პროდიუსერს Dax J მასპინძლობს. მასთან ერთად კუს ტბაზე შეკრებილი მსმენელების წინაშე Ly Sas და Nebbieri წარდგებიან.

4. Atom: SNTS | Schwefelgelb | Othr | Roman

6 აგვისტო (პარასკევი)

პარასკევს ივენთების სერია Atom თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მორიგ ღონისძიებას გამართავს. მსმენელთა წინაშე ანონიმი არტისტი SNTS და ტექნო ემბიენთ პროექტი Schwefelgelb წარდგებიან. მათთან ერთად სცენას ასევე ბერლინელი დიჯეი Unhuman, Othr, Roman, Liza Rives და Frequency Shifter  დაიკავებენ.

3. KOMOREBI FESTIVAL ბათუმში

6-7 აგვისტო (პარასკევი-შაბათი)

6-7 აგვისტოს ივენთების სერია Komorebi ბათუმში ორდღიან ელექტრონული მუსიკის ფესტივალს გამართავს. მსმენელთა წინაშე Zadig, Ndrx, Kancheli, YanamastePartiboi69Harrison BDP და სხვა არტისტები წარდგებიან. ნახეთ ღონისძიების სრული ლაინაფი.

2. TREEBAL X KIBE: Psychedelic Gathering

7 აგვისტო (შაბათი)

შაბათს ბათუმში მდებარე კლუბი Kibe ფსიქოდელიური მუსიკის საღამოს მასპინძლობს. ღონისძიებაზე შეკრებილი მსმენელების წინაშე Acidwave, AdditivvAspith, Holo, Marcuss და Orbi წარდგებიან. ღონისძიება Treebal-ის ორგანიზებით ჩატარდება.

1. EZO FESTIVAL: Open Culture

7 აგვისტო (შაბათი) 

7 აგვისტოს ეზო ფესტივალის ტერიტორიაზე კომუნა "მზესუმზირა" Open Culture-ის ფარგლებში პირველ ივენთს გამართავს. მთაწმინდის ფერდობზე შეკრებილი მსმენელების წინაშე წამყვანი ქართული კლუბების რეზიდენტები Ako Von Unten, HVL, Nicole, Yves და სხვა არტისტები წარდგებიან. ნახეთ ღონისძიების სრული ლაინაფი და საღამოზე დასასწრებად გასავლელი პროცედურების სია

კომენტარები

ბოლოს დამატებული