Thumbnail

მოუსმინეთ: Metallica-მ ჰიტის Nothing Else Matters განახლებული ვერსია გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ამერიკულმა ჯგუფმა Metallica ჰიტის Nothing Else Matters განახლებული, ინსტრუმენტული ვერსია გაავრცელა. ჩანაწერზე ბენდმა კომპოზიტორ ჯეიმს ნიუტონ ჰოვარდთან ერთად იმუშავა. კომპოზიცია "დისნეის" ახალი ფილმის Jungle Cruise ერთ-ერთი საუნდტრეკი გახლავთ. კინოსურათი ეკრანებზე 30 ივლისს გამოვიდა.

ნახეთ: Metallica-მ კომპოზიციის Don't Tread on Me ალტერნატიული ვერსიები გაავრცელა

Metallica კომპოზიციის Wherever I May Roam სამ ალტერნატიულ ვერსიას ავრცელებს

მოუსმინეთ: Metallica-მ ჰიტის The Unforgiven ალტერნატიული ვერსია გაავრცელა

ჯგუფი Metallica ლოს ანჯელესში 1981 წელს ჩამოყალიბდა. ცხრა გრემის მფლობელ ბენდს კარიერის განმავლობაში 125 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული. განსაკუთრებული წარმატება მუსიკოსებს კომპოზიციებმა Nothing Else Matters, The Unforgiven და Enter Sandman მოუტანა. 2009 წელს ჯგუფი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს. კოლექტივს ამ დროისთვის ათი სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული