Thumbnail

ნახეთ: არეტა ფრანკლინის ხელის ანაბეჭდები დეტროიტის მუზეუმში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ამერიკელი სოულ არტისტის, არეტა ფრანკლინის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმის Respect გავრცელებამდე ორი კვირით ადრე, მუსიკოსის მშობლიური ქალაქის, დეტროიტის საზოგადოებრივი ისტორიის მუზეუმში მისი ხელის ანაბეჭდები განათავსეს.

ნახეთ: არეტა ფრანკლინის სიმღერის Never Gonna Break My Faith უცნობი ვერსია

მუზეუმის წარმომადგენლების განცხადებით, შემსრულებელმა ეს ანაბეჭდები ბეტონზე 2017 წელს დეტროიტის Music Hall-ში მის პატივსაცემად მოწყობილ ღონისძიებაზე დატოვა. 2018 წელს, არეტას გარდაცვალების შემდეგ, ის მუზეუმის მემორიალურ გამოფენაზე წარმოადგინეს, მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან კი დაწესებულების მუდმივ ექსპონატად იქცა.

ამასთან, დეტროიტის მუზეუმის სპეციალურ სივრცეში Legends Plaza თვის ბოლომდე მუსიკოსის ცხოვრებასა და კარიერასთან დაკავშირებული ნივთებიც გამოიფინა, მათ შორის მისი სასცენო კოსტიუმები.

გამოფენას ესტუმრა მუსიკოსი ჯენიფერ ჰადსონი, რომელიც ბიოგრაფიულ ფილმში ფრანკლინს ასახიერებს.

არეტა ფრანკლინი 2018 წლის 16 აგვისტოს, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერალს 2010 წელს პანკრეასის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

ნახეთ: არეტა ფრანკლინის შესახებ გადაღებული ფილმის Respect თრეილერი

18 გრემის მფლობელ შემსრულებელს კარიერის განმავლობაში 75 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არეტა პირველი ქალია, რომელიც 1987 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. გამოცემა "როლინგ სთოუნმა" ფრანკლინი ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის პირველ ადგილზე დაასახელა. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Respect, Think და I Say a Little Prayer მოუტანა. ფრანკლინი 2018 წლის 16 აგვისტოს 76 წლის ასაკში პანკრეასის სიმსივნით გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული