Thumbnail

რეპერ Fetty Wap-ის 4 წლის გოგონა გარდაიცვალა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ნიუ ჯერსელი რეპერის, Fetty Wap-ის 4 წლის გოგონა, ლორენი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ბავშვის დედამ, მოცეკვავე და მუსიკოსმა, თურქოიზ მაიამიმ ინსტაგრამის გვერდზე გაავრცელა. ლორენის სიკვდილის მიზეზად გულის იშვიათი თანდაყოლილი დაავადება დასახელდა.

"ეს ჩემი ლამაზი, მხიარული, ნიჭიერი, საყვარელი და ჭკვიანი ქალთევზაა. სულს შეუძლია, ჩვენი სიყვარული იგრძნოს. ლორენ, მიყვარხარ და მშვიდად განისვენე", - წერს ბავშვის დედა ვიდეოს აღწერაში.

Fetty Wap-მა მონაწილეობა მიიღო ივლისის ბოლოს მაიამიში გამართულ მუსიკალურ ფესტივალში Rolling Loud. გამოსვლა მან სწორედ საკუთარ შვილს მიუძღვნა.

"ლოლო, ჩემო პატარა, გასულ საღამოს მაიამიში გამართული კონცერტი შენ გეძღვნებოდა", - დაწერა რეპერმა ღონისძიების დასრულების შემდეგ ინსტაგრამის სთორიში.

ვილი მაქსველმა, სასცენო სახელით Fetty Wap, მოღვაწეობა 2013 წელს დაიწყო. მას პოპულარობა სადებიუტო სინგლმა Trap Queen მოუტანა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში მეორე ადგილი დაიკავა. კარიერის განმავლობაში რეპერს ისეთ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: French Montana, PnB Rock და სხვები. მას ამ დრომდე მხოლოდ ერთი სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული