Thumbnail

$45 000-იანი საჩუქარი, რომელიც ბენმა მისი და ჯენიფერის სიყვარულს მიუძღვნა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავ ჯენიფერ ლოპესს ახლახან 52 წელი შეუსრულდა. ის დაბადების დღის აღსანიშნავად ევროპაში გაემგზავრა მსახიობ ბენ აფლეკთან ერთად, რომელთანაც 17-წლიანი განშორების შემდეგ განაახლა ურთიერთობა. სწორედ ბენმა დაფარა მათი რომანტიკული მოგზაურობის ხარჯები, თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. მან ლოპესს 44 665-დოლარიანი ყელსაბამიც აჩუქა, რომელიც მათი სიყვარულის აღმნიშვნელია.

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა ბენ აფლეკთან რომანი დაადასტურა

აფლეკმა დახმარებისთვის ძვირადღირებული სამკაულების ბრენდის Foundrae დიზაინერებს, იუველირ ცოლ-ქმარს, ბეთ და მურათ ბაგდეიქეიებს მიმართა. მას სურდა, ყელსაბამი ისეთი დეტალებით მორთულიყო, რომლებიც ბედისწერის, ვნების, სიყვარულის, ასევე, ცვლილებებისა და განვითარებისკენ სწრაფვის აღმნიშვნელია. საბოლოოდ, დიზაინერებმა ოქროს ჯაჭვებზე ბრილიანტებით გაფორმებული, სხვადასხვა შინაარსის მატარებელი კულონები აასხეს, რომელთაგან თითოეულის ფასი 3 000 დოლარია. ბრენდის თანადამფუძნებელმა და კრეატიულმა დირექტორმა, ბეთ ბაგდეიქეიმ გამოცემასთან E! News ინტერვიუში დეტალურად განმარტა სამკაულის თითოეული ნაწილის მნიშვნელობა.

"ბარაქიანი და ველური ყვავილები, რომლებიც ღამითაც კი აგრძელებენ ყვავილობას. მათზე გარემო პირობები არ მოქმედებს. თუმცა, ამ მას ეკალს ვერ მოვაშორებთ - ეს იმ რისკის სიმბოლოა, რომელზეც შეყვარებული ადამიანი მიდის, რათა ბოლომდე დატკბეს ცხოვრებით", - ვკითხულობთ Foundrae-ს ვებგვერდზე. 

კიდევ ერთი 18-კარატიანი ოქროს კულონი სიყვარულის ტიპებს გამოხატავს. ესენია ეროსი - ვნებიანი სიყვარული; ფილია - მეგობრობა; აგაპე - თავგანწირული სიყვარული; სტორჯი - მშობელსა და შვილს შორის არსებული გრძნობა; ლუდუსი - მოთამაშეები; პრაგმა - პრაგმატული სიყვარული და ფილაუტია - ანუ საკუთარი თავის სიყვარული.

მედალიონის ცენტრში გამოსახული ხოჭო მის მფლობელს ნეგატიური ფიქრებისგან იცავს. მას იმ ადამიანების უარყოფითი ენერგეტიკის არიდების ფუნქციაც აქვს, რომლებიც გეუბნებიან, რომ რაღაცის გაკეთება არ შეგიძლია და ხელს გიშლიან იმაში, რომ ცხოვრებაში უფრო პროდუქტიული იყო.

18-კარატიანი ოქროს გასაღები, რომელიც ბრილიანტის თვლებით არის გაფორმებული, ჭეშმარიტი სასიყვარულო კავშირის სიმბოლოა.

თეთრი ოქროთი კი ჯენიფერის სახელის პირველი ასოა გამოსახული.

კულონები 18-კარატიან ჯაჭვებზეა ჩამოკიდებული, რომელთა დიზაინიც ერთმანეთისგან განსხვავდება.

კიდევ ერთი 18-კარატიანი ოქროს ჯაჭვი, რომელიც სამკაულის დიზაინს სრულყოფილს ხდის.

ბაგდეიქეიმ გამოცემა Adventurine-თან საუბარში აღნიშნა:

"ბენს სურდა, ჯენიფერის დაბადების დღისთვის განსაკუთრებული საჩუქარი ჰქონოდა. მას მნიშვნელოვანი ისტორიის გადმოცემა სურდა. ყველაზე დიდკარატიანი ბრილიანტი კი არ მოძებნა ჯეილოსთან მისატანად, არამედ რაღაც ისეთი, რაც მათ ურთიერთობაზე მოგვითხრობდა".

ჯენიფერმა აფლეკის ნაჩუქარ სამკაულში გადაღებული ფოტოები ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ იტალიაში მოგზაურობისას პაპარაცებმა ჯეილოს ყელზე კიდევ ერთი ყელსაბამი შენიშნეს, რომელზეც სახელი ბენი იშიფრება.

წყვილმა მოგზაურობა საფრანგეთის კურორტ სენ-ტროპეზე დაიწყო, შემდეგ კი მათ იტალიაში გადაინაცვლეს, სადაც პაპარაცებმა საზღვაო ქალაქ პორტოფინოსა და კაპრიზე აღბეჭდეს.

ჯენიფერ ლოპესი: ზოგჯერ მაინც უნდა შეიცვალო ცხოვრება, თუნდაც მტკივნეული იყოს

მანამდე ჯენიფერი ბეისბოლის ვარსკვლავ ალექს როდრიგესზე იყო დანიშნული. მათ მიმდინარე წლის აპრილში დაადასტურეს, რომ ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ. ლოპესი და აფლეკი პაპარაცებმა მალევე შენიშნეს მონტანაში დასვენების დღეების გატარებისას. ამის შემდეგ წყვილი კიდევ არაერთხელ აღბეჭდეს ერთად, თუმცა, მათ აქამდე საჯაროდ არ უსაუბრიათ თავიანთ ურთიერთობაზე.

რატომ ნანობდა ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესის კლიპში Jenny from the Block მონაწილეობას

ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი ერთმანეთს პარტნიორობას უწევდნენ პოპულარულ მელოდრამებში Gigli და Jersey Girl. 2002 წელს დაწყებული რომანი ამავე წლის ნოემბერში ნიშნობით გაგრძელდა, თუმცა, 2004 წლის იანვარში ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ბენ აფლეკი ჯეილოს რიგით მესამე ალბომში This Is Me... Then შესულ ჰიტზე Jenny from the Block გადაღებულ კლიპში მონაწილეობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული