Thumbnail

რიანა ოფიციალურად მილიარდერია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

გავლენიანმა ბიზნესჟურნალმა Forbes პოპულარული ბარბადოსელი მომღერლის, რიანას კაპიტალი 1,7 მილიარდ დოლარად შეაფასა. შედეგად ის ცნობილი ტელეწამყვანის, ოპრა უინფრის შემდეგ გასართობ ინდუსტრიაში მოღვაწე ყველაზე მდიდარი ქალი გახდა. რირის, რომელიც გასულ წელს "ფორბსმა" ყველაზე მდიდარ ქალ მუსიკოსად დაასახელა, დღეს უკვე ოფიციალურად მიენიჭა მილიარდერის სტატუსი, რაც მეტწილად მისი ბრენდის Fenty Beauty წარმატებულ საქმიანობას უკავშირდება. რირის ქონების უდიდესი ნაწილი (1,4 მლრდ) სწორედ "ფენტი ბიუთის" გაყიდვებიდან მიღებულ შემოსავალს შეადგენს. ცნობისთვის, მუსიკოსს ბრენდის 50% ეკუთვნის, მეორე ნახევარს კი ფრანგული კომპანია LVMH იყოფს.

რიანა სუნამოს Fenty გამოუშვებს

ამას ემატება $270 მილიონად შეფასებული თეთრეულის ბრენდის Savage x Fenty მოგება და მსოფლიო მასშტაბით გაყიდული 250 მილიონი ჩანაწერიდან მიღებული შემოსავალი. რიანა ასევე კანის მოვლის საშუალებების ბრენდს Fenty Skin ფლობს.

ფოტოგალერეა: სახლები, სადაც რიანას კარიერის განმავლობაში უცხოვრია

9 გრემის მდლობელი რიანას რვავე სტუდიურ ალბომს მინიმუმ ერთხელ მაინც აქვს მოპოვებული პლატინის სტატუსი. სხვადასხვა ჯილდოსთან ერთად, მომღერალი 6-ჯერ მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში. გამოცემა Time-მა კი ის არაერთხელ დაასახელა წლის ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის.

როგორ გახდა Rihanna მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსი

კომენტარები

ბოლოს დამატებული