Thumbnail

ამერიკული ინდი ფოლკ ჯგუფის, Bon Iver-ის ფრონტმენის, ჯასტინ ვერნონისა და The National-ის გიტარისტის, აარონ დესნერის ერთობლივი პროექტი Big Red Machine ტექსტურ ვიდეორგოლთან ერთად ახალ კომპოზიციას Mimi ავრცელებს. ჩანაწერში კალიფორნიელი მუსიკოსი Ilsey მონაწილეობს. სინგლი დუეტის რიგით მეორე ალბომში How Long Do You Think It’s Gonna Last? შევა, რომელიც 27 აგვისტოს გამოიცემა.

ნახეთ: Big Red Machine - Phoenix Ft. Fleet Foxes & Anaïs Mitchell

ჯასტინ ვერნონმა და აარონ დესნერმა პროექტი 2018 წლის ივნისში ჩამოაყალიბეს. 31 აგვისტოს კი Big Red Machine-ის სადებიუტო, ამავე სახელწოდების ალბომი გამოვიდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული